ერთა ლიგაზე ალბანეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მედიასთან ისაუბრა.
"რა თქმა უნდა რთული მატჩი იყო, რადგან მეტოქე მჭიდროდ იცავდა თავს, უკნიდან გვეთამაშებოდა და გაგვიჭირდა გოლის გატანა. მიუხედავად ამისა, გვქონდა არაერთი მომენტი და გოლი მატჩის გარდამტეხი იქნებოდა."
"ფლანგის მცველის პოზიცია არ არის ჩემთვის კომფორტული, თუმცა, ეს ეროვნული ნაკრებია და სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას, იქ ვითამაშებ. დღეს შედარებით გამიადვილდა, რადგან შეტევის დროს 3 მცველიან სქემაზე ვეწყობოდით და ოპტიმალურ პოზიციაზე, ცენტრალურ მცველად ვდგებოდი" — ლუკა ლოჩოშვილი.











