გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში გამართული მატჩი პადერბორნსა და ნიურნბერგს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სტუმარი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა, თუმცა ეს გოლი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.
ლოჩოშვილმა ამ მატჩში 8.1 შეფასება მიიღო, რაც ყველაზე მაღალია თავისი გუნდის შემადგენლოიბაში.
21 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის ნიურნბერგს 26 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ლოჩოშვილისთვის კი ამ სეზონში ეს მეორე გოლია.









