მიუხედავად მარცხისა, სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე კრემონეზეს ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდა, რომელმაც თავის გუნდს უკაპიტნა.
მოგეხსენებათ, სერია ბ-ში ლოჩოშვილს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და იტალიის თასზე თამაშის საშუალება მიეცა.
ლოჩოშვილმა 6.8 შეფასება მიიღო, მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა და დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგაც კრემონეზეს ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება.










