"მე ლომი ვარ და ადამიანების გვერდით არ ვთამაშობ. მოედანზე შემოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაიღლება", - განაცხადა შვედმა ექს-ფორვარდმა.
"როსონერის" ექს-ფორვარდის მიერ შექმნილი იდეალური გუნდი, რომელიც შვიდი ფეხბურთელისგან შედგება, ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო ნესტა, ტიაგო სილვა, ხავი ერნანდესი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო გაუჩო, რონალდო ნაზარიო.
აქვე დავამატებთ, 12 მარტს, 42 წლის ექს-შემტევი კინგს ლიგის პრეზიდენტი გახდა.











