დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ამ გუნდის რუსი მეკარის, მატვეი საფონოვისა და უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ურთიერთობაზე ჰკითხეს.
"რუსეთ-უკრაინის ომი და დაძაბულობა საფანოვსა და ზაბარნის შორის? - სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, საუკეთესო საშუალებაა ადამიანების გასაერთიანებლად.
ვფიქრობ, სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგანან", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ზაბარნი გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა და სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა, სადაც პსჟ-მ ნანტი 0:1 დაამარცხა.









