თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.
90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს საქართველომ ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 81 კგ-ში ვიცე ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა.









