მეორე საჭიდაო დღეს, 90 კგ წონითი კატეგორიის ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა — ქართველმა ჯუდოკამ 3 ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
მაისურაძემ ასპარეზობა 1/8 ფინალური ეტაპიდან დაიწყო და სენეგალელი დაკოსტა მარტივად, იპონით დაამარცხა. 1/4 ფინალში ორი ვაზარის უპირატესობით მასპინძელ ლაბორდეს აჯობა, ხოლო 1/2 ფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ ტაჯიმას ვაზარით მოუგო.

ფინალში ლუკა მაისურაძის მეტოქე სამხრეთ კორეელი იონგჰუნ კიმი იყო, რომელთანაც დამატებით დროში დამარცხდა და 2025 წლის პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი გახდა. დღეს საქართველოს ნაკრებს პარიზის გრანდ სლემზე კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს — მძიმე წონაში მესამე ადგილისთვის საბა ინანეიშვილი იბრძოლებს, რომლის მეტოქეც იაპონელი იუტა ნაკამურა იქნება.










