2025 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე რუმინეთი 43:5 დაამარცხა ფინალის საგზური მოიპოვა და ასევე, ანთიმოზ ივერიელი თასი საქართველოში დარჩა.
მატჩის საუკეთესო მორაგბე ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც თამაშის შესახებ Lagazzeta.ge-სთან ისაუბრა:

“ ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, რაც მიზანი გვქონდა - დიდი ანგარიშით მოგება, გამოგვივიდა. დასანანია, რომ ბოლო წუთებზე ლელო დაგვიდეს, თუმცა გაკვეთილი იქნება ხვალისთვის.
დღევანდელი, დიდი სხვაობით გამარჯვება დამატებით სტიმულს მოგცემს ფინალისთვის, რაც შეეხება ფინალურ მეტოქეს, ესპანეთთან ფინალში თამაში საინტერესო იქნება. ჩვენთან ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ, რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს და ვთვლი, რომ სანახაობრივი და კარგი ფინალი იქნება.
რაგბი ევროპის ფინალი 15 ან 16 მარტს (თარიღი
მოგვიანებით დაზუსტდება), თბილისში გაიმართება.
ბორჯღალოსნები ესპანეთ დაუპირისპირდებიან.
რაგბი ევროპის ფინალი 15 ან 16 მარტს (თარიღი
მოგვიანებით დაზუსტდება), თბილისში გაიმართება.
ბორჯღალოსნები ესპანეთ დაუპირისპირდებიან.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირი









