60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ მოიპოვა - ლუკამ ფინალში სამხრეთ კორეელი ჰარიმ ლი დაამარცხა.
დღევანდელ საჭიდაო დღეს საქართველოს ღირსებას გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) და თენგო ზირაქაშვილი (-66 კგ) იცავდნენ. გიორგიმ პირველ ორთაბრძოლაში ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ დაამარცხა, ხოლო 1/8 ფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკთან დამარცხდა. თენგომ კი პირველივე წრეში ორლანდო პოლანკოსთან წააგო.
ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით კიდევ 3 ძიუდოისტი იასპარეზებს - მედლის მოგებას გიორგი ჩიხელიძე (-73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ) შეეცდებიან. წინასწარი შეხვედრები 12 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი საღამოს 8 საათზე დაიწყება.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF)









