როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ხორვატი მზადაა ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდეს, რათა რეალში კიდევ ერთი წელი დარჩეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელმა ორ შეთავაზებაზე უარი უკვე თქვა, რადგან რეალში დარჩენის იმედი ბოლომდე აქვს.
ანჩელოტის ვეტერანი ხორვატის შენარჩუნება სურს, ისევე როგორც ტონი კროოსის. უახლოეს დღეებში, დიდი შანსია, ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სიახლეები იყოს. მადრიდში მოდრიჩს ძალიან აფასებენ და იმის ალბათობა, რომ მას ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, საკმაოდ დიდია.









