"არ მინდა ჩელსისთან ურთიერთობის გაფუჭება. უნდა ვიყო ჭკვიანად, თუ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. არ გავიმეორებ წარსულის შეცდომებს და ზედმეტს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ რომაში დარჩენა მინდა და იმედი მაქვს, რომ ლონდონურ კლუბში ამ ფაქტს გაითვალისწინებენ", - განაცხადა "მგლების" ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" 30 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა დაინტერესებულ გუნდს 37 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა დედაქალაქელები თავიანთი 90-ე ნომრის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდას. ყველაფერი დანიელე დე როსის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.











