ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება, ბელგიელმა ფორვარდმა კი HLN-სთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა, რა დროსაც საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმართ, საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"საუდის ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ორი კვირის განმავლობაში ამაზე სერიოზულად ვფიქრობდი, ყოველდღე ჩემს თავს ვეუბნებოდი: "დიახ, მე მივდივარ", "არა, მე არ მივდივარ"... ეჭვები მკლავდა. ტოპ ფეხბურთელები ერთი მეორეს მიყოლებით, ამ ლიგაში სათამაშოდ მიდიოდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში შემეშინდა და უარი ვთქვი ამ შესაძლებლობაზე.
იანიკს (კარასკო) ხშირად ვესაუბრები. მაინტერესებს როგორ ცხოვრობს იქ... მისი თქმით, ყველაფერი განსხვავებულია, თუმცა რაც საჭიროა, ყველაფერი აქვს.
ეს ლიგა ჩემს განვითარებას ვერ შეაჩერებს. აშკარაა, რომ საუდის ჩემპიონატი პროგრესს ყოველდღიურად განიცდის. ბევრი იცინის და სერიოზულად არ უყურებს ამ ქვეყნის ჩემპიონატს, მაგრამ მე სულ სხვანაირად ვფიქრობ. უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი წავა სათამაშოდ ამ ლიგაში. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ევროპის ყველა დიდმა ტოპ კლუბმა იცის, რომ საუდის ლიგა გაჩერებას არ აპირებს და ისინი "მოდიან".
უკვე ვიცი რა მოხდება მომავალში. წინა ზაფხულს, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი საუბრები იყო, რამაც ჩემზე არც ისე კარგად იმოქმედა. აგენტმაც ისე ვერ იმუშავა როგორც საჭირო იყო, ახლა კი ყველაფერს მე თვითონ გადავწყვეტ. სიტუაციას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებ და როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, ყველას ავუხსნი თუ რატომ გავაკეთე ეს. ვიცი, რომ ყველა დამეთანხმება, რადგან ვფიქრობ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ."










