როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნაპოლის ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ტრავმის გამო დაახლოებით 3 თვეს გამოტოვებს.
შესაბამისად, ნაპოლის თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემები ექმნება და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
განიხილება გამოცდილი თავდამსხმელის, ჯეიმი ვარდის მიყვანა. მოგეხსენებათ, ლესტერის დატოვების შემდეგ ვარდი თავისუფალი აგენტია.
ანტონიო კონტე და კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და მათი მიზანია, უახლოეს 10 დღეში საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ.









