პაკეტას კონკრეტულ მატჩებში მის ქცევასთან დაკავშირებით ედება ბრალი:
2022 წლის 12 ნოემბერს ლესტერის წინააღმდეგ;
2023 წლის 12 მარტს ასტონ ვილას წინააღმდეგ;
2023 წლის 21 მაისს ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ;
2023 წლის 12 აგვისტოს ბორნმუთის წინააღმდეგ;
როგორც ვარაუდობენ, ფეხბურთელი ამ შეხვედრებში უშუალოდ ცდილობდა გავლენა მოეხდინა მატჩების შედეგებზე და განზრახ ცდილობდა მსაჯისგან ბარათის მიღებას, რაც პირდაპირ კავშირში იყო უკვე გაკეთებულ ფსონებთან.
ლუკას პაკეტას ასევე წაუყენეს ბრალი FA წესის F3-ის ორ დარღვევაში, FA-ს წესის F2-ის სავარაუდო შეუსრულებლობის გამო.
მოთამაშეს 2024 წლის 3 ივნისამდე აქვს დრო, რათა უპასუხოს ამ კონკრეტულ ბრალდებებს.









