ლუხუმ ჩხვიმიანმა ჯუდოს საერთაშორისო ასპარეზზე პირველ წარმატებას 2014 წელს მიაღწია, როდესაც თბილისის გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირველი ოქროს მედალი კი 2017 წლის თბილისის გრან პრიზე მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2019 წელი გამოდგა, როდესაც ჯერ ევროპული თამაშები, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ლუხუმ ჩხვიმიანმა ბოლოს 2024 წელს, ტაშკენტის გრანდ სლემზე იასპარეზა.
ფოტო: IJF









