ევროპა ლიგის ფინალში ლევერკუზენის ბაიერის განადგურების (3:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა ჰეტ-ტრიკის ავტორმა და მატჩის მთავარმა გმირმა, ადემოლა ლუკმენმა:
"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საღამო ჩემს ცხოვრებაში. საოცრად ვითამაშეთ. უბედნიერესი ვარ. ჩვენ ეს გავაკეთეთ და ატალანტას ისტორია დავწერეთ", - განაცხადა ნიგერიელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "ლა დეასთან" მარცხით, ბაიერის 51-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. გასპერინის გუნდმა თავის ისტორიაში მოიპოვა პირველი ევროთასი, ზოგადად კი ეს არის ამ კლუბის მეორე ტიტული 1963 წელს მოგებული კოპა იტალიას შემდეგ.











