ბერგამოელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, როცა მე-10 წუთზე ანგარიში ლუკმენმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ, ნაპოლი გააქტიურდა და რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა უშედეგოდ.
31-ე წუთზე ლუკმენმა დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ნაპოლიმ ვერ გაიტანა, ატალანტამ დაცვაში იდეალურად ითამაშა, ბოლო წუთზე მესამე გოლიც გაიტანა და ნეაპოლიდან 3 ქულა წამოიღო.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. კვარამ 71 წუთი ითამაშა.
11 ტურის შემდეგ, ნაპოლის 25 ქულა აქვს და კვლავ სერია ა-ს ლიდერია. ატალანტამ კი ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.









