დავით ნინიაშვილის 4 წლიანი კარიერა ლიონში დასრულდა — ქართველმა მორაგბემ გუნდი დატოვა და მომდენო სეზონიდან ლა როშელის ღირსებას დაიცავს. ლიონი დავით ნინაშვილს სოციალურ ქსელის საშუალებით დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა.
"დავით ნინიაშვილი ჩვენთან 19 წლის ასაკში, ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი უდარდელი დამოკიდებულებით და უდიდესი ტალანტით მოვიდა და მალევე დაიმსახურე კლუბის, გულშემატკივრების და ქალაქის სიყვარული. 4 წლის განმავლობაში მან ლიონში დიდი კვალი დატოვა: ელვისებური სისწრაფით, ექსტრავაგანტური პასებით და ყველა მომენტში ბოლომდე ბრძოლით. დადგა დრო, რომ მის კარიერაში ახალი ფურცელი გადაიშალოს, აქ კი ლიონში სტატისტიკაზე და ლელოებზე უფრო მეტს, უდიდეს კვალს ტოვებს კლუბის ისტორიაში. მადლობა ყველაფრისთვის დავით, ლიონი არასდროს დაგივიწყებს"
შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილი ლიონში 2021 წელს, ხვამლიდან გადავიდა და მალევე მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მან კლუბის მაისურით არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დასამახსოვრებელი ლელოები დადო.









