დღეს ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ მოიპოვა. -100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში სულამანიძემ იაპონელი დოტა არაი იპონით დაამარცხა.
გამარჯვების შესახებ, ქართველმა ჩემპიონმა ისაუბრა:
"ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სრულად საქართველოს გულშემატკივრობისთვის. მადლობა მწვრთნელებს, ნაკრების მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს და ჩემს პირად მწვრთნელს, გია ობოლაძეს. მინდა ჩემი გამარჯვება მოვუძღვნა პატარა ბიჭის, გიორგი ნაველიანის ხსოვნას, ვუსამძიმრებ თამაზ ნაველიანის ოჯახს. რაც შეეხება ჩემ ოპონენტებს, ზოგადად ძალიან მიხარია ძლიერ მეტოქეებთან ჭიდაობა და ძალიან გამიხარდა, რომ დღეს რთული მეტოქეები მყავდა და რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეებთან მომიწევს ბრძოლა უფრო მიხარია გამარჯვება," - განაცხადა ილია სუალმანიძემ.









