ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი პოლიციამ მადრიდის აეროპორტში დააკავა - მას ბრალი კორუფციაში და ფულის გათეთრებაში ედება.
რუბიალესს პროკურატურა გაფორმებულ კონტრაქტზე ედავება, რის შედეგადაც ესპანეთის სუპერ თასის მატჩები საუდის არაბეთში იმართება და სასამართლოზე მის დაკავებას მოითხოვს. კორუფციის გარდა, მას ფულის გათეთრებაშიც ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან სექტემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადადგა - მან დაჯილდოების ცერემონიაზე ესპანეთის ქალთა ნაკრების წევრს, ჯენიფერ ერმოსოს აკოცა. აღნიშნული ინციდენტის გამო, FIFA-მ რუბიალესი 3 წლიანი დისკვალიფიკაცია დასაჯა.
La Liga
მადრიდის აეროპორტში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს











