შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში გავიდა — 55-ე წუთზე, თავი ხულიან ალვარესმა გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
19 მატჩის შემდეგ, ატლეტიკოს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში დიეგო სიმეონეს გუნდი ლეგანესს ესტუმრება.









