დღეს ქულები დაკარგა მადრიდის რეალმაც, "ინდიელებს" გალიდერების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ ბარსელონა ორშაბათს მოუგებს რაიო ვალეკანოს, ის გაუთანაბრდება "სამეფო კლუბს", დიეგო სიმეონეს გუნდი კი მე-3 პოზიციაზე ჩამოქვეითდება.
La Liga
მადრიდული ორმაგი საჩუქარი ბარსელონას - დღეს ქულები ატლეტიკომაც დაკარგა

ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის ატლეტიკომ ვიგოს სელტასთან საკუთარ კედლებში ფრე, 1:1 ითამაშა. მასპინძლები მეშვიდე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ: წითელი ბარათი პაბლო ბარიოსმა მიიღო. "როხიბლანკო" 81-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ალექსანდერ სორლოთმა თავისი გუნდისთვის ქულის გადარჩენა შეძლო.








