ნაპოლიში მორიგი ცვლილებების დრო მოვიდა, გუნდი ვალტერ მაძარიმ დატოვა, დე ლაურენტისმა კი გუნდში "ძველი მეგობარი" დააბრუნა, ფრანჩესკო კალცონა სეზონის ბოლომდე "პარტენოპეის" გაწვრთნის.
"მაძარი ოჯახის მეგობარია და ყოველთვის რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. მადლობა მინდა გადავუხადო, რთულ დროს რომ ჩვენი დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ ნაპოლის გულშემატკივრები უფრო მეტს იმსახურებენ. ახლა მხარი უნდა დავუჭიროთ ფრანჩესკოს, რომელიც ჯერ სარისთან ერთად მუშაობდა ჩვენთან, შემდეგ კი სპალეტისთან. ის გუნდს და ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობს."
კალცონა ნაპოლის ბაზაზე ხვალ მივა და გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშსაც ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგაზე "პარტენოპეი" ახალი მწვრთნელით წარსდგება ბარსელონას წინააღმდეგ.
Serie A
"მაძარი ოჯახის მეგობარია და ყოველთვის რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება", - დე ლაურენტისი









