ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები შეაფასა.
"ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის. ხორვატია კარგი გუნდია, მათ ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ფორმით და რამდენად კარგად მომზადებული შევხვდებით ამ მატჩებს. მაღალი სტრესის თამაში იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მერჩივნა, პირველი მატჩი სტუმრად გვეთამაშა. რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ყველაფერი მაინც მეორე მატჩში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, საშინაო მატჩში სტადიონი გაივსება. გულშემატკივარი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა და ეს წინა წლის ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა.
გადმოვლენ თუ არა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებში ამ მატჩისთვის? - ახლა ვერ ვიტყვი. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან ყველაფერს გავივლით და ამის შემდეგ გვეცოდინება. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ მაქსიმუმს ჩავდებთ, რათა ამ მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ", - განაცხადა სვანაძემ.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









