ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის რიგით მე-14 გრან პრის უნგრეთმა უმასპინძლა, სადაც გამარჯვება მაკლარენის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლანდო ნორისმა მოიპოვა.
ჰუნგარორინგზე სტარტი პოულ პოზიციიდან ფერარის მონეგასკმა პილპტმა, შარლ ლეკლერმა აიღო, თუმცა, ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულა.
ლანდო ნორისთან ერთად კი პოდიუმზე მეორე ადგილით მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი ავიდა, ხოლო მესამე პოზიცია მერსედესის ბრიტანელმა მრბოლელმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა.
14 რბოლის შემდეგ სატურნირო ცხრილს 284 ქულით ოსკარ პიასტრი ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ თანაგუნდელს, ლანდო ნორისს მხოლოდ 9 ქულით უსწრებს. მესამეზე 187 ქულით მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი იმყოფება.
უნგრეთს გრან პრის შემდეგ, 4 კვირიანი შესვენება იქნება და ფორმულა 1-ის 2025 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოს, ნიდერლანდების გრან პრით განახლდება.









