
„მაკრონ სპორტს ჰაბი“, ასევე, გათვლილი იქნება BTC მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეძლებენ მათთვის სასურველი სპორტული ეკიპირების ან მათი საყვარელი ნაკრებისა თუ სპორტული კლუბის ფანშოპის პროდუქციის შეძენას, რომელიც მაკრონით იმოსება. 31 ივლისს მაკრონ სპორტს ჰაბის გახსნას დაესწრო კომპანიის გენერალური დირექტორი, ჯანლუკა პავანელო და ყველა სპორტული ფედერაციისა თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მაკრონის პარტნიორია საქართველოში — გახსნას ასევე დაესწრნენ იტალიის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში.
მაკრონი გახლავთ საქართველოს ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ხელბურთისა და ფრენბურთის ეროვნული ნაკრებების ტექნიკური პარტნიორი. საქართველოში მაკრონთან თანამშრომლობენ ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბიც: დინამო ბათუმი, ტორპედო ქუთაისი, სამგურალი, ფოთის კოლხეთი და ბოლნისის სიონი. საერთაშორისო დონეზე მაკრონის პარტნიორები არიან უეფა, ლამბორგინი, უელსის რაგბის ფედერაცია და ა.შ.

მაკრონ სპორტს ჰაბი: თენგიზ შეშელიძის 88
საპარკინგე სივრცე და მეორე შესასვლელი: ევგენი ხარაძის 49.
საპარკინგე სივრცე და მეორე შესასვლელი: ევგენი ხარაძის 49.









