"ერთი წლის წინ, ვალენსია მამარდაშვილს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდაც დათმობდა, თუმცა მსურველი არ გამოჩენილა. დღეს, ის კიდევ უფრო ძვირი ღირს. გიორგის კლაუსულა შეადგენს 100 მილიონ ევროს, მაგრამ "ღამურები" არც 35-40 მილიონიან წინადადებაზე იტყვიან უარს. ლიმმა იცის, თავისი კლუბის კარის დარაჯი სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.
ქართველი მეკარე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ისე თამაშობს, როგორც დაღვინებული ფეხბურთელი. ის არის კიპერი, რომელსაც ევროპულ ფეხბურთში ეპოქის შექმნა შეუძლია", - წერს ესპანური გამოცემა.
აქვე დავამატებთ, რომ "ლოს ჩეს" კარის დარაჯის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე არის გათვლილი.











