7 იანვარს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, "ლოს ჩესი" კოპა დელ რეის გათამაშების ფარგლებში ესტუმრება ელდენსეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერი მოედანზე იქნება. 11 იანვარს კი "მურსელაგოსს" ელის უპრინციპულესი გასვლითი მატჩი სევილიას წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ჩატარებული 18 შეხვედრის შემდეგ, მესტალიას ბინადრები 12 ქულით 19-20 ადგილებს რეალ ვალიადოლიდთან იყოფენ. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ 24 წლის გოლკიპერის არყოფნის პერიოდში, რუბენ ბარახა ვალენსიას დამრიგებლის პოსტზე კარლოს კორბერანმა შეცვალა.











