GiveMeSport-მა შეაჯამა 2024 წლის ტრანსფერები და პირველ ადგილზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა დააყენა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლკიპერი იჯარით დარჩა ვალენსიაში, 2025 წელს კი ის "წითლებს" სრულფასოვნად შეუერთდება. კანადური გამოცემა ვარაუდობს, რომ მისი ტრანსფერი მერსისაიდელებისთვის შესაძლოა საუკუნის გარიგება გახდეს.
"წითლების" ამჟამინდელი მეკარე ალისონი უკვე 32 წლის გახლავთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბს მისი საიმედო შემცვლელი უკვე ჰყავს შერჩეული, თანაც ტრანსფერი იმ თანხის ნახევარი დაჯდა, რაც თავის დროზე მასში იქნა გადახდილი. 25 მილიონი ფუნტი ნამდვილად არაფერია ქართველი გოლკიპერის სანაცვლოდ.
მეტიც, თუკი მერსისაიდელების მომავალმა მეკარემ მასთად დაკავშირებული იმედები გაამართლა, ეს, შესაძლოა საუკუნის ტრანსფერად იქცეს", - წერს GiveMeSport-ი.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











