გასულ შაბათ-კვირას ლივერპული ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში დაუპირისპირდა ბრაიტონს, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. ქომაგები ვარაუდობდნენ, მერსისაიდელთა ძირითადში გამოჩნდებოდა გიორგი მამარდაშვილი, მაგრამ ახალგაზრდა გოლკიპერი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ისევე როგორც პრემიერ ლიგის მატჩებში, ასოციაციის თასზეც, "წითლების" კარში ალისონ ბეკერი იდგა. ამ ფაქტს გამოეხმაურა Rousing The Kop-ი, რომელმაც აღნიშნა, ქართველი გოლკიპერი ენფილდზე არსებული თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია.
"ბრაიტონთან მატჩში ლივერპულის შემადგენლობაში მოხდა ერთი უცნაურობა - მამარდაშვილს არ მიეცა თამაშის ის მცირე შესაძლებლობაც კი, რომელიც აქვს. გიორგის გამოჩენას ელოდა ბევრი, მაგრამ სლოტმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. გასაკვირი არ არის, რომ ქართელი გოლკიპერი ასეთი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
მერსისაიდული გუნდის მეკარე ვარაუდობდა, რომ ალისონთან კონკურენცია იქნებოდა რთული, თუმცა თასის მატჩებში ის მეტ სათამაშო დროს ელოდა. გამოდის, რომ როცა ბეკერი იქნება ფორმაში, 25 წლის გოლკიპერი დარჩება მუდამ გარიყული, ნებისმიერ ტურნირზე."









