გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი პარიზში გაიმართა, სადაც პარი სენ-ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა.
მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება ლუის ენრიკეს გუნდს დარჩა, 2-0.
ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, ლივერპულის მხრიდან, ფლორიან ვირცის შემდეგ საუკეთესო შეფასება გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა, რომელმაც რამდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა.
მატჩი დასრულების შემდეგ, ლივერპულის ფანების გარკვეულმა ნაწილმა ქართველი მეკარე მაინც გააკრიტიკა, თუმცა უფრო მეტმა მხარდაჭერა გამოხატა.
"მამარდაშვილი რომ არა, კიდევ 3-4 გოლს გავუშვებდით"
"პირველ გაშვებულ გოლს მას ფიზიკურად ვერ დავაბრალებ, ეს დაცვის ბრალი უფრო იყო"
"იმის მიუხედავად, რომ გოლი საკმაოდ მალე გაუშვა, მაინც კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა"
"ჩემთვის გაუგებარია მამარდაშვილის კრიტიკა, როდესაც სხვა ფეხბურთელები შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ"
"მის ადგილას ალისონი რომ ყოფილიყო, დიდად არაფერი შეიცვლებოდა, მინიმუმ 2-0 მაინც წავაგებდით"
"ძალიან რთული ბურთები მოიგერია - რომ არა ის, მეორე მატჩი აზრზს დაკარგავდა"
"მის კრიტიკას ვერ დავეთანხმები. შეხედეთ ჩვენს დაცვას - მათ ფონზე, რომელი მეკარე შეძლებდა კარის მშრალად შენახვას?"









