უკრაინასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო.
"რთული თამაში გამოვიდა, წვიმამაც ორივე გუნდს ხელი შეუშალა — ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა და ბოლომდე დაიხარჯა. უკრაინა რთული მეტოქეა, რაც ორივე მატჩში გამოდგა და ჩემი აზრით დღეს ფრე ლოგიკური შედეგი იყო."
"ჩეხეთთან მატჩში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ და მოედანზე შემართებით გავიდეთ. ბოლო მომენტი არ იყო მარტივი, კარგი სეივები გამოვიდა და მიხარია თუ გუნდს დავეხმარე" — გიორგი მამარდაშვილი.
ერთა ლიგის წლევანდელი სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს გასვლაზე დაუპირისპირდება — აღნიშნული მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
მამარდაშვილი: "რთული მატჩი გამოვიდა და ფრე ლოგიკური შედეგი იყო"











