რეალ სოსიედადის მეკარემ, ალექს რემირომ, ლა ლიგის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა. რჩეულებს შორის აღმოჩნდა გიორგი მამარდაშვილი, თუმცა არა უნაი სიმონი, რომელმაც განვლილ სეზონში ზამორას ჯილდო მოიგო. ქართველი კარის დარაჯის გარდა, ესპანელმა ასევე დაასახელა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ანდრეი ლუნინი.
გულშემატკივრებს ძალიან გაუკვირდათ სან სებასტიანელთა მეკარის არჩევანი, რომელმაც საფუძველი დაუდო ჭორებს, თითქოს ორ კიპერს შორის უთანხმოება არსებობს. კონფლიქტი გამოირიცხა, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ორ კარის დარაჯს შორის ნამდვილად არის - ისინი ერთად იბრძოდნენ ზამორას ჯილდოსთვის და ესპანეთის ეროვნულ გუნდშიც კონკურენტები არიან.
რაც შეეხება ვალენსიას მეკარეს, ის უდიდესი ალბათობით, კლუბს დატოვებს. მის სახელს მადრიდის ატლეტიკოსა და ნიუკასლს უკავშირებენ. "ღამურები" 23 წლის ქართველი კარის დარაჯის გამოსასყიდ თანხად 30-40 მილიონს ასახელებენ.











