"ლივერპული ყოველთვის ადევნებს თვალს სატრანსფერო ბაზარს და როდესაც ჩნდება ახალი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა, კლუბი ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. ასე იყო მამარდაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს განკარგულებაში არ არის. რაც შეეხება არსებულ შემადგენლობას, კმაყოფილი ვარ.
ეს რომ მეთქვა ზაფხულში იქნებოდა უცნაური, თუმცა ახლა დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ "წითლები" სწორ გზაზე არიან. დიახ, პრობლემები გვაქვს უკანახაზში, მაგრამ იანვარში ტრანსფერები არ იქნება. გომესის დაბრუნებას დაველოდებით", - განაცხადა მერსისაიდელთა დამრიგებელმა.











