რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, "ღამურების" მეკარეს არც ჰქონია ბევრი საქმე - მის კარში ერთი ბურთიც კი არ წასულა. თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, "მურსელაგოსი" აგროვებს 6 ქულას და 18 პოზიციაზე რჩება. უკან არიან მხოლოდ ვალიადოლიდი და ლას პალმასი, მაგრამ ამ გუნდებს მე-9 ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
La Liga
მამარდაშვილის მე-3 მშრალი მატჩი მიმდინარე სეზონში - ვალენსიამ ლეგანესთან ფრე ითამაშა

ლა ლიგის მეცხრე ტურში ვალენსია ესტუმრა ლეგანესს, რომელთანაც ითამაშა უგოლო ფრე, 0:0. სტუმრების რიგებში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა და როგორც ვხედავთ, ახალგაზრდა გოლკიპერმა კარი მშრალად პრიმერა დივიზიონის მე-3 მატჩში შეინახა. ქართველმა კარის დარაჯმა აქამდე ჟირონასა და ოსასუნასთან ითამაშა 0-ზე.










