"ღამურების" მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც მშრალად შენახული კარითა და ექვსი მოგერიებული დარტყმით დაგვამახსოვრა თავი.
მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ, გოლის გაშვების გარეშე, რიგით მეცხრე შეხვედრა ჩაატარა. საერთო ჯამში კი "ლოს ჩესში" გადმოსვლის შემდეგ, ესპანური კლუბის კარის დარაჯმა მშრალად 27-ე მატჩი მიითვალა.
რაც შეეხება "მურსელაგოსის" სატურნირო მდგომარეობას: მერვე ადგილი და 40 ქულა, ისევე როგორც რეალ სოსიედადს. შემდეგი მოწინააღმდეგე ვილიარეალი იქნება.











