"მამარდაშვილს ლივერპულში ბევრი რაღაცის დამტკიცება მოუწევს. ვალენსია იბრძვის ლა ლიგაში დარჩენისთვის და იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა გოლკიპერი თავის ამჟამინდელ გუნდს დაეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში, მისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დამტკიცდება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას გიორგი.
რაც შეეხება "წითლებში" გადასვლას, ალისონი ქართველი მეკარის ერთადერთი პრობლემა არ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს კელეჰერიც, რომელიც არაფერს დათმობს. ბეკერს საუდის არაბეთში გადასვლა შესაძლოა აიძულოს არა მხოლოდ "ღამურების" გოლკიპერმა, არამედ კაოიმჰინმა", - წერს Four Four Two.











