ქართველმა კარის დარაჯმა გააუმჯობესა ნეტო მურარას მიღწევა, რომლის ანგარიშზე ლა ლიგაში გოლის გაშვების გარეშე ჩატარებული 10 შეხვედრა ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე "ღამურებში" თამაშობს 2021 წლიდან და მან უკვე 93 მატჩის ჩატარება მოასწრო. აქედან უგოლო 29 შეხვედრა იყო.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ 23-წლის მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გადააბიჯა 28-მატჩიან ნიშნულს, რაც მას ზამორას ჯილდოსთვის ბრძოლაში ჩართვის საშუალებას აძლევს.











