ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვალენსიასა და ხეტაფეს შორის, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ვალენსიას ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 3 ურთულესი ბურთი მოიგერია და ყველაზე მაღალი, 7.9 შეფასება დაიმსახურა.
თუ წინა თვეებში ვალენსია გადარჩენისთვის იბრძოდა, ახლა გუნდი ისეთ სვლაზეა, რომ ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.
35 ტურის შემდეგ, "ღამურებს" 45 ქულა აქვთ და მე-9 ადგილს იკავებენ.









