"მამარდაშვილის ტრანსფერი? თუ შეთანხმება შედგება, ამის შესახებ შეგატყობინებთ. სანამ ტრანსფერი არ დაიხურება, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ. სულ არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ ლივერპულს არავინ დაუმატებია, რადგან ისედაც ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ისე ახალგაზრდებიც", - განაცხადა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა.
ქართველი მეკარე ამჟამად "ღამურების" განკარგულებაშია და ლა ლიგის შემდეგი ტურის შეხვედრისთვის ემზადება. მის გუნდს ელის გასვლითი მატჩი ვიგოს სელტას წინააღმდეგ, დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე.











