მადრიდის რეალისა და ვალენსიას ყოფილი მეკარე, ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უკანასკნელი თვეების მანძილზე ებრძოდა მძიმე დაავადებას, რომლის დამარცხება ესპანელმა ექს-გოლკიპერმა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის პრიმერაში გადასვლის შემდეგ, მასთან სწორედ "ღამურების" ყოფილი კარის დარაჯი მუშაობდა.
"ლოს ჩეს" მეკარეების მწვრთნელის გარდა, ოჩოტორენა ასევე მუშაობდა ესპანეთის ნაკრებსა და ლივერპულში, რაფაელ ბენიტესის მოღვაწეობის პერიოდში. მერსისაიდელებმა იმ დროს მოიგეს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი, ხოსე კი მუშაობდა ირჟი დუდეკთან, მოგვიანებით კი პეპე რეინასთან.
ესპანელი ყოფილი მწვრთნელი დიდ დროს უთმობდა პენალტების მოგერიების პროცესს და უნდა ითქვას, რომ ამ კომპონენტში მის ხელში ქართველი გოლკიპერიც დაიხვეწა. მის ანგარიშზე საერთო ჯამში 8 მოგერიებული 11-მეტრიანია.









