პირველი ნახევრის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს და მეორე ტაიმის სტარტზე რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და ბარსელონას 2:1 მოაგებინა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 4 სეივი განახორციელა.
მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, მამარდაშვილმა თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7,1 შეფასება მიიღო.









