მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა პრესამ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - "ლივერპულის წარმომადგენლები ვალენსია-ოსასუნას შეხვედრას დაესწრნენ, მამარდაშვილმა კი მორიგი ტესტი ჩააბარა".
გამოცემა Relevo-ს ცნობით, ლივერპულის უფროსობა გიორგი მამარდაშვილით ძალიან კმაყოფილია და ისინი მიიჩნევენ, რომ €30 მილიონის სანაცვლოდ, ძალიან დიდი ტალანტის დამატება მოახერხეს. იმის მიუხედავად, რომ ალისონ ბეკერის მომავალი ლივერპულში ჯერ კიდევ გაურკვეველია, მამარდაშვილი მომავალ სეზონს აუცილებლად მერსისაიდულ კლუბში დაიწყებს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









