მამუკელაშვილმა პარკეტზე 16:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც გამოირჩა. რაც შეეხება ბითაძეს, 25 წლის კალათბურთელმა ჯამში 22:25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს და 11 მოხსნითაც გამოიჩინა თავი.
მატჩი საბოლოო ჯამში სან ანტონიოს გამარჯვებით, 107:97 დასრულდა.
NBA-ის ახალი სეზონი 23 ოქტომბერს იწყება — სან ანტონიო სპურსი პირველ შეხვედრას დალას მავერიქსთან, 25 ოქტომბერს ჩაატარებს, ხოლო ორლანდო მეჯიქი მაიამი ჰიტს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









