2023/24 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ქართელმა კალათბურთელმა დეტროიტ პისტონსთან პარკეტზე 25:59 წუთი გაატარა, მისმა სან ანტონიომ კი მეტოქე 123:95 დაამარცხცა.
18 ქულა;
8 მოხსნა;
1 პასი;
სან ანტონიომ რეგულარულ სეზონში დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 82 მატჩიდან მხოლოდ 22 მოიგო.