სან ანტონიო სპურსი 19 მოგებითა და 58 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15, ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 8 აპრილს, საკუთარ მოედანზე ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგი - 15 ქულა პელიკანსთან

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის მორიგი კარგი შეხვედრა ვიხილეთ. 24 წლის ქართველმა ზედიზედ მესამე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თან ამჯერად სანდრომ სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მისმა სან ანტონიომ კი სტუმრად ნიუ ორლეან პელიკანსის დამარცხება მოახერხა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 26:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუგროვდა. ეს სანდროსთვის ამ სეზონში საუკეთესო შედეგია. საბოლოოდ მატჩი 109:111 დასრულდა.








