შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 17:08 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის მძიმე ფორვარდმა საკმაოდ კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა — 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.
პარკეტზე საუკეთესო დალას მავერიქსის მოთამაშე დენიელ გაფორდი იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც მოამარაგა საკუთარი გუნდელი.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ოკლაჰომა სითი თანდერს დაუპირისპირდება. მატჩი 20 ნოემბერს, თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









