ინგლისის ლიგის თასის მეორე რაუნდში მანჩესტერ იუნაიტედი რანგით მეოთხე ლიგის ბინადარ გრიმსბი თაუნთან დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 89-ე წუთამდე "წითელი ეშმაკები" აგებდნენ 0:2-ს, მაგრამ სტუმრების გადარჩენა 11-მეტრიანების სერიამდე ჰარი მაგუაიერმა და ბრაიან მბიომომ შეძლეს.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც გადამწყვეტი დარტყმა სწორედ კამერუნელმა თავდამსხმელმა გააფუჭა. გამოსარჩევია ისიც, რომ ოლდ ტრაფორდის ბინადრები მე-4 ლიგის გუნდთან წარსდგნენ ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.
გრიმსბი 2:2 (პენ. 12:11) მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1:0 ჩარლზ ვერნამი 22', 2:0 ტაირელ უორენი 30', 2:1 ბრაიან მბიომო 75', 2:2 ჰარი მაგუაიერი 89'.









