მატჩის 33-ე წუთზე მასპინძელ გუნდს წინ გასვლა შეეძლო, თუმცა ქემერონ არჩერის მიერ შესრულებული პენალტი ანდრე ონანამ მოიგერია — აქედან ზუსტად ორ წუთში კი მატაის დე ლიხტმა უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა მოახერხა. ტაიმის მიწურულს მარკუს რაშფორდმა გატანილი გოლის გემო გაიხსენა. 26 წლის ინგლისელმა 41-ე წუთზე აარონ რამსდეილს აუღებელი დაურტყა.
მეორე ტაიმში უპირატესობა თავიდან ბოლომდე ერიკ ტენ ჰაგის გუნდის მხარეს იყო, რასაც მესამე გოლიც მოჰყვა. მატჩის მიწურულს, დიოგუ დალოს პასს ალეხანდრო გარნაჩო გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 0:3. "წითელმა ეშმაკებმა" დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









