პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ნიუკასლი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ, რუბენ ამორიმმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა. საუბარია, ჯოშუა ზირკზეზე, რომელმაც მარჯვენა ფეხზე ბარძაყის ტრავმა მიიღო. ნიდერლანდელი ფორვარდი ამ დაზიანების გამო საკუთარ გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაემხარება. სამწუხაროდ არის შანსი ფეხბურთელმა ამ სეზონში თამაში საერთოდ ვეღარ მოახერხოს.
ჯოშუა ზირკზეს გარდა ტრავმები აწუხებთ ლისანდრო მარტინესს, ჯონი ევანს, ამად დიალოსა და მატაის დე ლიხტს.
შეგახსენებთ, რუბენ ამორიმის გუნდი პრემიერ ლიგაში, 32 ტურის შემდეგ, 38 ქულით, მე-14 პოზიციაზე იმყოფება. "წითელი ეშმაკები" ევროპა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებენ, სადაც 1/4 ფინალში გასვლა მოახერხეს. ლიონთან გამართულ პირველ დაპირისპირებაში, გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. საფრანგეთში საბოლოო ანგარიში 2-2 დაფიქსირდა. განმეორებითი მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









